|
2019-06-01 10:39:05, 1039 ნახვა
საზოგადოება
რუსლან აბაშიძე კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებს და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა. „დღეს ჩვენ კახეთის რეგიონში ვიმყოფებოდით და მოვინახულეთ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს და ვეცდებით მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მუნუციპალიტეტებს დევნილი მოსახლეობისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ. დევნილებთან შეხვედრებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი მონაწილეობდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)