|
2019-05-31 19:03:53, 1583 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც გავაუქმე, ჩემს მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდებია
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ სახელმწიფოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა და ამას დღეს გიორგი ქობულიას საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კომენტარიც ადასტურებს. მინისტრის განცხადებით, ეს არის წინასწარი, ე.წ. „მიწათსარგებლობის პირობები", რომელიც იმდენად დაბალი რანგის დოკუმენტია, რომ იურიდიულად მტკიცდება არა მინისტრის, არამედ სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით. „მიუხედავად ამისა, უნდა შემდგარიყო ეს კომუნიკაცია და სააგენტოს უფროსს საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე. სწორედ ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე და გავათავისუფლე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დოკუმენტზე დართული სახელმწიფო მიწის კოდები რეგისტრირებულია მისი მინისტრად დანიშვნამდე. „ის, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მის კომუნიკაციაზე მეტყველებს და რომელიც ჩემამდეც არსებობდა სამინისტროში. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ - მინისტრებმა უნდა ვიცოდეთ, სად რა ხდება და მსგავსი ფაქტები არ უნდა განმეორდეს" - აღნიშნა თურნავამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც მიწა არ ეკუთვნის ინვესტორს და ეკუთვნის სახელმწიფოს, როდესაც საუბარია ისეთი რანგის დოკუმენტზე, რომელიც მტკიცდება არა მინისტრის, არამედ ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს მიერ, აქ საუბარი არ არის საბოტაჟზე და მით უფრო არ არის საუბარი იმაზე, რომ გაიცა ნებართვა. „რას ემსახურება ეს გადაჭარბებული აჟიოტაჟი, მიჭირს ამაზე პასუხი, უბრალოდ, შემიძლია ვივარაუდო, რომ აქ ადგილი აქვს პასუხისმგებლობების გადაბრალების მცდელობას იმიტომ, რომ ისევ ვიტყვი, ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლიის პორტი, ამას ადასტურებს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ანაკლიის პროექტს აქვს - ფინანსურად, იურიდიულად, ორგანიზაციულად, პოლიტიკურად. ამ პირობებში კერძო ინვესტორს არ უნდა ჰქონდეს ამ პროექტის შექმნის პრობლემა. ვის აწყობდა ეს აჟიოტაჟი, რომელიც ისევ ანაკლიის პროექტს აზარალებს?“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)