|
2019-05-30 16:56:30, 900 ნახვა
რეგიონი
ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე წარმოდგენილია 8 სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი. ფორუმის გახსნას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე დაესწრნენ. დასაქმების ფორუმის მიზანია რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ. ფორუმზე წარმოგენილია რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები; რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი; ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს აწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას უწევენ რეზიუმეს მომზადებაში, აცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)