21:07 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 15:50:28, 1099 ნახვა

საზოგადოება
ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

 „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

„აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი)

უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი)

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი)

უეფას მედია კომიტეტის წევრი - ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი)

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics