|
2019-05-30 15:38:09, 758 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი დიდია
„ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი, როგორც ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდია. კახეთს გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება, ეს არის ტრადიციული დარგები: მევენახეობა, მეღვინეობა, ტრადიციული კურკოვანი კულტურები; თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების ხელშეწყობა. მაგალითად, ზეთისხილის კულტურა, რომელიც ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება. ასევე, კაკლოვანი კულტურების, როგორიცაა კაკალი, ნუში, ფისტა და ა.შ.“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთის საერთაშორისო რეგიონალურ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. მინისტრმა ფორუმზე ყურადღება კახეთში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკოტურიზმის განვითარება კახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვაქვს ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზების პირველი ელემენტები უკვე სახეზეა. კახეთში ასევე შესაძლებელია ეკოტურისტული ობიექტების განვითარება როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე, დაცული ტერიტორიების მიღმა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)