|
2019-05-30 14:46:05, 792 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო...“ - ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს
ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე "Confetti wine fest" იყო წარდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას" ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო..." გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. მარიუშ კაპჩინსკი მათ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიაზე ესაუბრა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „რქაწითელი 2017" (თელავის ღვინის მარანი), „საფერავი 2017" (თელავის ღვინის მარანი), „ჩინური 2015" (ბექა გოცაძე), „კრახუნა 2016" (ამირან ვეფხვაძე), რქაწითელი 2017 (ასადელი) და „საფერავი 2017" (ლევან შიუკაშვილი). პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ს აღწევს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)