08:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 14:41:39, 1123 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია

კახეთის საინვესტიციო ფორუმზე ნათია თურნავამ ტრადიციულ მწვანე ენერგეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისითაც კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია.

 „2012 წლიდან მოყოლებული,  განსაკუთრებით აქტიურად ვავითარებთ მცირე ჰიდროსადგურებს. ეს პროცესი მიდის სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ მეტი გამოწვევა გვაქვს, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, მეტად ვაქცევთ ყურადღებას გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პირობებს, რადგან ამ თვალსაზრისითაც მეტად ვართ უკვე ინტეგრირებულები ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. ბოლო 5-6 წელიწადში კახეთში  აშენებული გვაქვს 6 მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, ჯამში 29 მეგავატი სიმძლავრით - ეს არის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უშუალოდ კახეთში და  ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი",ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 როგორც ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს  განუცხადა, დაგეგმილია და სხვადასხვა სტადიაზეა კიდევ 5 ჰიდროსადგურის პროექტი.  „ეს არის დამატებით ას მილიონზე მეტი ინვესტიცია, ეს არის ათეულობით მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი, ეს არის დაახლოებით 400 მილიონი კვ/სთ. ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგია, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული გარე რესურსზე ამ მნიშვნელოვან სფეროში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics