|
2019-05-30 11:55:26, 765 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე გამახვილდა. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ახალგაზრდა ფერმერებს არსებულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ასოციაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)