|
2015-06-30 15:17:11, 385 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება. სამინისტროს ინფორამციით, დღეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორმა ნიკ გურმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ სტუმარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნიკ გურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების თაობაზე მადლობა გადაუხადა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)