|
2019-05-29 16:21:55, 855 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში იმყოფებოდა. ფრიდონ ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში ,,Ternopil Invest – 2019“. ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იყო როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ - ეკონომიკური პოტენციალი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტთან გასული წლის დეკემბერში დამეგობრებულ ქალაქ პოჩაევოს ხელმძღვანელ პირებთან, რომლებთანაც დამეგობრებისა და თანამშროლობის ხელშეკრულებაა გაფორმებული. ურთიერთ გამოცდილების გაზიარების მიზნით დაისახა სამომავლო გეგმები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის, ეკონომიკის მიმართულებით.
ვიზიტის ბოლო დღეს, 26 მაისს ქალაქ კრემენეცში ტრადიციული ყოველწლიური ფესტივალი ,, კრემენცის ქალაქის დღე“ გაიმართა. მოეწყო საზეიმო მსვლელობა და კულტურული ღონისძიებები, სადაც ქართული დროშის დემონსტრირებით მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას მიულოცეს ქართველი ხალხის ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ფრიდონ ფუკტარაძე იმედოვნებს, რომ აჭარის რეგიონსა და ტერნოპოლის მხარეს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობა ხელს შეუწყობს საქმიანი თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


შუახევიის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების დარგის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მეფუტკრეების, მევენახეების, მეცხოველეების და სხვა სოფლის მეურნეობის დარგის მიმდევრების გაცვლითი პროგრამით ვიზიტები მეგობარ მუნიციპალიტეტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)