|
2019-05-29 13:44:33, 993 ნახვა
საზოგადოება
კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება
ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის საპილოტე არეალი კოტე აფხაზის ქუჩა და აბათონუბანი იქნება, 1 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი. ამასთან, მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. "ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)