22:02 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:44:13, 797 ნახვა

საზოგადოება
რადიოქალაქის პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერია აუქციონს აცხადებს

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის   მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, კონცეფციის შესამუშვებლად მერიას დაქირავებული ჰყავდა კომპანია „კოლიერსი“, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და  პროექტი.

„პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტი იქნება.  ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო  პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის   განხორციელებას   დაახლოებით   4   წელი   დასჭირდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics