09:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 18:54:48, 1024 ნახვა

პოლიტიკა
მელია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე: უკრაინაში სამართლიანობა აღდგა, აღდგება საქართველოშიც

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სამართლიანობის აღდგენას უწოდებს.

მელია აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა ისტორიული კანონზომიერებაა, რომელიც საქართველოშიც აუცილებლად მოხდება. 

"ყოველთვის ყველა სახელმწიფოში , ყველა პერიოდში აღმსდგარა და აღსდგება სამართლიანობა. გახსოვთ  როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა დაუბრუნა, შესაბამისად, აღსდგა სამართლიანობა, როგორც აღსდგება სამართლიანობა საქართველოში. არავუს უნდა ჰქონდეს იმედი, ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი პოროშენკოსგან განსხვავებულ ბედს გაიზიარებს, - 4-ჯერ უფრო მდიდარი ადამიანი, ბატონი პოროშენკო დაამარცხა ხალხმა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ფაქტი სახეზეა - იგივე მოხდება საქართველოშიც. ყველა მიმართულებით ჩადენილი უსამართლობა იქნება აღდგენილი და ისტორიული კანონზომიერება ცხადყოფს, რომ ეს ასე მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილი სხვადასხვა უკანონოებიც ვერ იქნება შეუმჩნეველი ვერცერთი შემდგომი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics