|
2019-05-28 11:17:29, 873 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს
„მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავება საქართველოს მთავრობის მიმართ უპატივცემულობის ზრდამ გამოიწვია. „საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას პატივი გცენ შენ? ეს ერთი. მეორე - ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო ურთიერთთანამშრომლობა. იცით რატომ? - არასდროს არაფერს ვთხოვდით საკუთარი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას ისინი არაფრად აგდებენ, რადგან ივანიშვილი არაფრად აგდებს თვითონ საქართველოს ინსტიტუტებს. სრულიად უკანონოდ დაასახელა პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც არავინ არ არის, ყველამ იცით რას წარმოადგენს „მადამ გაუგებრობა“. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მილიონდოლარიანი მოგებიდან „საქართველოს რკინიგზა“ 300 მილიონ ზარალამდე მიიყვანა და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რადგან აქვთ ურთიერთობა რკინიგზასთან და ისინი იხდიან ფულს. რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ ყველაფერზე სთხოვენ ფულს აზერბაიჯანელებს, მე ეს არა ჭორების დონეზე, არამედ კარგად ინფორმირებული ჩართული წყაროებიდან ვიცი. როდესაც შენს მეზობელს ფულს სთხოვ ჯიბეში, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის მეზობელი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს. დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ თვითონ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. იმიტომ, რომ მე რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური ერები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)