|
2015-06-30 12:09:29, 773 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს - კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს. 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია, ასევე რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა პასუხის ფორმატით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და მასში მონაწილე პირებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში. ხაზგასასმელია, რომ კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)