04:55 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 11:54:51, 363 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრისას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა განიხილა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ვიზალიბერალიზაციის სფეროში საქართველო-ბელგიის თანამშრომლობა, მიგრაციის მენეჯმენტი და ტრეფიკინგი. ბელგიის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკე ხელმძღვანელობდა.

ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ორ ძირითად პრობლემაზე − ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მოგვარდეს.

ბელგიის დელეგაციას ვიზიტები ასევე დაგეგმილი აქვს საგარეო საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics