20:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 11:52:03, 723 ნახვა

რეგიონი
გილოცავთ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს! - შუახევში 26 მაისი აღნიშნეს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს და აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში იმართება.

დილით, კულტურის ცენტრის ეზოში შეიკრიბნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი ფოტო გამოფენა და ფლეშმობი ანსამბლ ,,ზე-კართან“ შესრულებით. გაიმართა სპორტული აქტივობები ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში. 26 მაისის თემატიკაზე ბავშვებმა მოხატეს ეზო. დღესასწაული საზოგადოებას, ადგილობრივებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ, შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ და ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორმა შაქრო ხიმშიაშვილმა მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ,, ზე-კართან", ,, შუახევი", ,,ნაი", ,,ჭვანა", ,,ფესვები", სახელოვნებო სკოლა, სახელოვნებო სკოლასთან არსებული საესტრადო სტუდია და ბუთურაულის ფილიალი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულში, საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics