08:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 17:26:00, 917 ნახვა

პოლიტიკა
შტუტგარდში საქარტველოს დამოიკუდებლობის დღე იზეიმეს


 შტუტგარდში გერმანიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ქ. შტუტგარტში არსებული ქართველ მუსიკოსთა გაერთიანების Art Music Georgia/ს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და კულტურის საერთაშორისო დღე.
 
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, იტალიაში ესპანეთსა და აშშ/ში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა/ მუსიკოსებმა, ქ. ნიუ/ორკის ქართული კულტურულმა და საცეკვაო ანსამბლმა ფესვებმა, პარიზის ქართული კულტურის ცენტრმა ლაზი, ანტვერპენის ქართული ცეკვის ანსამბლმა მედეა.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული დიასპორის ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics