|
2019-05-25 14:52:26, 938 ნახვა
რეგიონი
ჭიათურაში აქციას ტყიბულელი და ზესტაფონელი მაღაროელები შუერთდნენ
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქციას სოლიდარობის ნიშნად, ზესტაფონის „ფეროს“ და ტყიბულის შახტის მაღაროელებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მ საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტიც ჩავა. „პროტესტის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად, სანამ შედეგს არ დავდებ, სანამ არ მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. მაგრამ, როგორც ასეთი, არის ნიუანსები, რომელიც უნდა შეიცვალოს. ერთმანეთში აქვთ საუბრები მთავრობას და ჩვენს წარმომადგენელ კომპანიას, რომელმაც გაგვიშრო უკვე წლებია, სისხლი... შაბათ-კვირა უნდა მივცეთ დრო. მგონი, ამ შაბათ-კვირას დააფიქსირებენ ჩვენს სახალხო აზრს... ველოდებით, თუ არადა მოუწევთ თითოეულ მათგანს, დატოვონ სამსახურები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. შეგახსენებთ, რომ გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)