10:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 11:35:15, 745 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებაზე. აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა.  რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტების გახსნას და ჩვენი მიზანია შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი'', - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის მონაწილეებს  რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  ,,აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი  სტუმარი ესწრებოდა.   

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics