|
2019-05-23 16:58:09, 1625 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, - აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება. „ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და დაცვასა და რეალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)