|
2019-05-23 13:40:38, 853 ნახვა
რეგიონი
შიმშილობის მე-7 დღე - ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ
ჭიათურაში, მაღაროელები უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. გაფიცულებმა ქალაქის მერიის წინ ორი დიდი კარავი გაშალეს. როგორც მაღაროელები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ. "ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, 25%-ით ხელფასების ზრდა ჩვენთვის არავის შემოუთავაზებია, პირიქით შემოგვთავაზეს ჯერ 15% -ით გაზრდა, რეორგანიზაციის შემდეგ 10%-ით. არც ის არის სწორი ინფორმაცია, რომ ამ გაფიცვაში მხოლოდ 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბევრად მეტნი ვართ“,-აღნიშნა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, არჩილ ჭუმბურიძემ. ცნობისთვის, გუშინ შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის 25%-იანი ზრდა შესთავაზა, თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)