|
2019-05-23 11:57:33, 1053 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობის დარგს ლანძღავს - ვინც ამას აკეთებს, იაფფასიანი პოპულიზმითაა დაკავებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას აკრიტიკებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იმ პრობლემებისა და პერსპექტივების არასათანადო ანალიზია, რომელიც საქართველოში ამ დარგს აქვს. "როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მგონი საქართველოში არსებულ არცერთ ხელისუფლებას ერთად აღებულს არ მიუღია იმდენი კრიტიკა, რამდენიც სოფლის მეურნეობას და ცოტა უხეშად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ მე განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება ყველა სოფლის მეურნეობის დარგს ლანძღავს. რა თქმა უნდა, ეს, ჩემი აზრით, იმის შედეგიცაა, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ ხდება და საზოგადოებაში არ მომხდარა იმისა, თუ რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და, ამავე დროს, რა პერსპექტივები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით არის დაკავებული. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში", - აღნიშნა პრემიერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)