|
2019-05-23 10:31:38, 970 ნახვა
რეგიონი
30 მაისს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება
30 მაისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე სასტუმრო ,,შერატონი’’-ს საკონფერენციო დარბაზ – “Camellia“-ში აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ. ფორუმზე წარმოგენილი იქნება რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. ➡ დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.forum.hrajara.gov.ge
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)