00:25 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 18:17:29, 545 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს.

„13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ორთაჭალაჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში.

კერძოდ, ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე.

ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

ორთაჭალაჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება 1 ივლისს 00.00 საათზე“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics