|
2019-05-22 12:41:17, 716 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და დე-ფაქტო ხელისუფლება "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 25 აგვისტოს გაიმართება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნულმა თარიღმა "ოპოზიციის" უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან "პრეზიდენტობის კანდიდატის" ჯანმართელობის მდგომარეობა გაუარესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი აქციას მართავდნენ და ე.წ. არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გამართეს. შეთანხმების შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს და საპროტესტო აქცია დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)