|
2019-05-22 12:07:22, 1045 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და შვიდი მიმდებარე ქუჩა უახლოეს მომავალში გაიხსნება
მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში აქამდე არ განხორციელებულა. „მთაწმინდის რაიონში ჩვენ დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შვიდი ქუჩის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა. ბევრი თვალსაზრისით, ასეთი მაშტაბური პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. ეს არის თბილისის ხიბლი, რომლითაც ვამაყობთ. ეს მიდგომა სხვა არეალშიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა. „გახსნის ღონისძიებაზე ყველას დაგპატიჟებთ, მთელ თბილისს შეუძლია მოვიდეს და ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა ეს პროექტი თავისი მხატვრული განათებებით შენობებზე. იქამდე ჩვენ კომუნიკაცია კიდევ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ყველა თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი. „როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული - ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, გარდა ორბელიანის მოედნისა, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. „ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ახლა ველოდებით ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის, რომელიც სამუზეუმო-საფეხმავლო ქუჩა იქნება. აღნიშნული ქუჩების პროექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)