18:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 11:08:40, 1485 ნახვა

სამართალი
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

19 წლის გოგოს მტკიცებით, ლექტორი სოციალურ ქსელში მას სექსუალური ხასიათის შეტყობინებს წერდა და ამავე შინაარსის ფოტოებს უგზავნიდა. გარდა ამისა, სტუდენტის თქმით, ლექტორი მას "თამამი სელფის" გამოგზავნასაც სთხოვდა. მეორე კურსელმა მომხდარის შესახებ ფაქულტეტის დეკანსა და რექტორს უამბო, ასევე სამართალდამცველებსაც მიმართა. ის უკვე გამოკითხეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლექტორი ბრალდებებს უარყოფს. ის ამჟამად მივლინებაში იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics