|
2019-05-22 11:21:59, 1280 ნახვა
ეკონომიკა
ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს
უკრაინის ქალაქ კიევში ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირისა და DCFTA ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა, ევროკავშირის ბაზარზე ქართული კომპანიების წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მინისტერიალში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ღონისძიების ერთი სესია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კომპანიის წარმატებული მაგალითების განხილვას მიეძღვნა. საქართველოს მხრიდან სესიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს (ICC Georgia) პირველი ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და კომპანია „Georgian Products" - ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე. როგორც აღინიშნა, DCFTA - ის სამივე ქვეყანა წარმატებით ეხმარება საკუთარ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრებზე პარტნიორების მოძიება და საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამავე დროს, არსებობს საერთო გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაც გაამარტივებს B2B კავშირების დამყარებას, კომპანიებს გახდის უფრო კონკურენტუნარიანად და მისცემს მათ გაფართოებისა და ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. „ქართული კომპანიების გამოცდილება ამ მიმართულებით დადებითია. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარე და სადღეისოდ დაახლოებით 800 კომპანია გადის ევროკავშირის ბაზარზე - ბოლო პერიოდში ასეთი კომპანიების ზრდამ 35 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება და ამდენად, საინტერესო იყო მოგვესმინა პრაქტიკული დახმარება, თუ დამატებით რა სახის დახმარება შეიძლება გავუწიოთ ჩვენს კომპანიებს, რათა ისინი უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)