|
2019-05-21 17:18:30, 687 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში ზრდის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თვითშეგნებას, მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში. რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ მუნიციპალიტეტების, დაბების, სოფლების და კონკრეტული ადგილების იდენტიფიცირებას მათი პოტენციალის შესწავლის მიზნით, რომლითაც კონკრეტული ადგილები შეძლებენ ინტეგრაციას ეკონომიკურ სისტემაში და შეიქმნება ღირებულებათა ჯაჭვი" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართეს. ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონული ეკონომიკის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ცხრა რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)