|
2019-05-21 12:52:33, 771 ნახვა
რეგიონი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის ნაწილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომამდე გადადების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ითხოვენ ოპოზიციის ლიდერს, ასლან ბჟანიას, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს. 16 მაისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ადგილობრივმა) განცხადება გაავრცელა, რომ მათი ლიდერი მოწამლული იყო, რადგან სისხლში ვერცხლისწყალი აღმოაჩნდა. ბჟანიას მხარდამჭერებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომამდე გადადებულიყო. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 20 მაისს დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას მხარი არ დაუჭირა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ. ასლან ბჟანია 18 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსგავსი სიმპტომებით ჰოსპიტალიზებული იყო მისი დაცვის ორი წევრიც. 2 მაისს ოპოზიციამ ბჟანია მისი რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 17 მაისს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელმაც 20 მაისიდან, ე.წ. გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებების გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)