07:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 11:40:22, 1147 ნახვა

პოლიტიკა
NDI - პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში დავით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე დალიდერობენ.

კერძოდ, გამოკითხულთა 40%-ს დავით სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12%-ს უარყოფითი; 32%-ს კი, არც დადებითი და არც უარყოფითი.

რაც შეეხება თბილისის მერს, დადებითი დამოკიდებულება მის მიმართაც გამოკითხულთა 40%-ს  აქვს, 18%-ს უარყოფითი, 34%-ს არც დადებითი, არც უარყოფითი.

რეიტინგში მესამე ადგილზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 31%-ს აქვს, უარყოფითი 32%-ს, ასევე 32%-ს არც დადებითი, არც უარყოფითი.

შემდეგ პოზიციებზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე არიან. მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28%-მა დააფიქსირა.


 



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics