|
2019-05-21 11:04:37, 978 ნახვა
საზოგადოება
NDI - მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% უარყოფითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 36% დადებითად აფასებს, 56% უარყოფითად, 6%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა ცუდად შეაფასა, ხოლო 44% -მა კარგად. 2018 წლის მარტში მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება, ასევე უარყოფითი იყო. გამოკითხულთა 49% -ის მიერ მთავრობის საქმიანობა შეფასებულია ცუდად, ხოლო 45%-ის მიერ კარგად. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)