|
2019-05-20 18:43:17, 869 ნახვა
რეგიონი
ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
ბოსტნეული კულტურებისმყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს, აგრარული დარგის სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეები პომიდვრის, ტკბილი წიწაკის და ბადრიჯნის მყნობის საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდებს გაეცნენ და მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს. ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. ჩითილების დამყნობის ახალი ტექნოლოგია ფუზარიოზით დაავადებულ ნიადაგში ქიმიკატების გარეშე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ერთადერთი შესაძლო მეთოდია. აღნიშნული დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის გზით კი ფერმერები შეძლებენ მოსავლიანობის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას მოიცავს. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)