06:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 15:18:39, 1191 ნახვა

პოლიტიკა
კრისტინ ლაგარდი პრემიერს: ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმა, მინდა მოგილოცოთ

მინდა მოგილოცოთ, ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმის პროგრამის ხარისხი, ბაღიდან უმაღლესი განათლების და მეცნიერების ჩათვლით, - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სსფ-ის მმართველი დირექტორის შეფასებით, ხარისხი გადამწყვეტია და საქართველოში არის ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი პლატფორმა.

„მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით და ინვესტორებისთვის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ქვეყნის განვითარებისთვის, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის, რაც არის დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოში არსებობს რეფორმების განმაპირობებელი პლატფორმა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონო პრემიერო", - მიმართა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics