10:13 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:33:25, 793 ნახვა

რეგიონი
ოლადაურში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლების კეთილომოწყობას იწყებს.

საუშაოები უკვე მიმდინარეობს ოლადაურში, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობითი სამუშაოები.

სამუშაოების მიმდინარე პროცესს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, შეიღებება ადმინისტრაციული შენობის ფასადი, დაგეგმილია მემორიალის რემონტი და შემოღობვა,რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრში არსებულ სასაფალოების ღობეს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მერიის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 29776 ლარია.სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

დაგეგმილია ასევე დღვანის, ბარათაულისა და ჭვანის ადმინისტრაციული ცენტრებისა და სოფელ ბრილის ცენტრის მოწყობა.პროექტი მომავალში გაგრძელდება და ყველა ადმინისტრაციული ცენტრი და სოფელი კეთილმოეწყობა.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics