04:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 18:47:16, 943 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: პირი, რომელმაც ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან გაისროლა ირაკლი ჩანგელიაა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, პირი, რომელმაც ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან გაისროლა ირაკლი ჩანგელიაა.

როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანგელია იმ მანქანის მფლობელია, რომლითაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები გადაადგილდებოდნენ.

ბოკუჩავა სამართალდამცველებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო, რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით, სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ. ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობაა დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან, მოხდეს დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასროლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე - ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics