|
2019-05-18 16:27:45, 982 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მან ისაუბრა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის შემოსული საჩივრების შესახებ, ასევე გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დარეგისტრირებული სადამკვირვებლო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა შესახებ. თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ხშირად ადგილი აქვს ჩართული მხარეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელშეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას. მსგავს ვითარებაში მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისთვის და ამ პროცესის პროფესიულ დონეზე წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მუდმივი კომუნიკაცია და ორმხრივი ინფორმირება. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, კანონშესაბამისი საქმიანობა და მიუკერძოებელი დაკვირვება იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ ჩართულ მხარეებს შორის დაძაბულობამ შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო. ასევე გამოთქვეს იმედი, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრას 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)