03:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 14:40:13, 960 ნახვა

პოლიტიკა
მერი კაპანაძე: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი შეინიშნება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერი კაპანაძემ,  ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით,  საარჩევნო პროცესი სამართლებრივად და კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა თავი უნდა შეიკავონ აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისგან

„მხარეების ჩართულობა არის განსაკუთრებული და პასუხისმგებლობა გვეკისრება ვიყოთ ორიენტირებული, რომ პროცესები წარიმართოს მეტად სამართლებრივად და კანონის შესაბამისად და თავი შევიკავოთ აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისაგან“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics