|
2019-05-18 10:30:00, 786 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გიორგი შენგელია დაესწრო
17 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. ღონისძიებას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ,,დღეს აფხაზეთთან ახლოს, სოფელ რუხში გაიხსნა აფხაზეთის კვირეული. ღონისძიებას ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდა და ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. ეს ადგილი ყველა ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ტკივილთან, რადგან ამ ადგილიდან შეჰყურებდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მშობლიურ მიწას 1993 წელის 27 სექტემბერს. დღეს ეს ადგილი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი იმედის ადგილად. სწორედ აქედან დავანახებთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ დემოკრატიულად და ევროპული ღირებულებებით ჩვენი მომავალი საერთო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. ღონისძიებაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია და მასტერკლასები გაიმართა. ღონისძიების ბოლოს კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლებმა მიიღეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)