|
2019-05-17 18:19:40, 903 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა: ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა წინასაარჩევნო პერიოდს პოზიტიურად და დადებითად აფასებს. მისი შეფასებით, ოპოზიციას აქვს მცდელობა ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია მოახდინოს. „მე ვუწოდებ ამ კამპანიას პოზიტიურს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ეს იცოდეს როგორც ზუგდიდში, ასევე მთლიანად საქართველოში. კამპანია არის ძალიან პოზიტიური და საქმიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარია ხედვებზე, მომავალზე და მოსახლეობის მხრიდან გეგა შენგელიას მიმართ კეთილგანწყობა არის აშკარა. ფაქტია ის, რომ ჩვენ ყველა ჩართულები ვართ კამპანიაში და ჩვენ ვხედავთ რეალურად მოსახლეობის განწყობას. ჩვენი დღის წესრიგი არის პოზიტიური და საქმიანი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე, ზუგდიდში არსებულ გამოწვევებზე და თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები, რა გაკეთდა ზუგდიდში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ფონთან დაკავშირებით. რეალურად, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით და რაც რეალურად არის, როგორც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული სურათი. აქ იმყოფება ჩემი ბევრი კოლეგა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ატარებს კამპანიას, მათ შორის მეც და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განწყობაც და კამპანიის მსვლელობაც არის მშვიდი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად იმ კვლევების გამო, ზუსტად იმის გამო, რომ გეგა შენგელია გაცილებით უსწრებს ოპოზიციის კანდიდატს, თუნდაც იმ პროცენტით და ეს არის 12 პროცენტი არის მცდელობა იმისა, რომ ზოგადად ზუგდიდში მიმდინარე კამპანიას ოპოზიციამ ჩრდილი მიაყენოს და პროცესი იყოს დისკრედიტირებული, შეიქმნას ფონი, თითქოს აპოკალიფსი ხდება ზუგდიდში. რეალურად, ეგრეთწოდებული ცხელი წერტილები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი. ირაკლი ჩიქოვანმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ამ კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. არ მიკვირს რომ ის შედეგები, რაზეც ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა, დაიდო კვლევის შედეგად. კამპანია არის ძალიან პოზიტიური „ქართული ოცნების" მხრიდან. პირადად ვარ ამ კამპანიაშო ჩართული. დიდი რაოდენობით მოსახლეობას ვხვდებით, ახლა დავბრუნდი ერთ-ერთი უბნიდან, სადაც ძალიან საქმიანად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. განწყობებს რაც შეეხება და 12%-იან უპირატესობას - ჩვენს კანდიდატს აქვს აშკარა უპირატესობა. კეთილგანწყობა გეგა შენგელიას მიმართ არის აშკარა და ამას მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისას ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში კამპანიამ მშვიდ და სტაბილური ვითარებაში ჩაიაროს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)