|
2019-05-17 15:24:53, 771 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გივი მოდებაძე ჭიათურის განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს
„ყველას მინდა მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ ბატონ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაღაროელები, რომლებიც აქციას მართავენ, უკეთეს სოციალურ პირობებს უმსახურებენ და მთვრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ძვირფასო ჭიათურელებო, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით. ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით და ეს ქალაქი, ეს რაიონი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ კანდიდატად ბატონი გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა. იცის ზუსტად რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჭიათურა განვითარდეს. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ ბატონ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში. აღინიშნა ჩემი კოლეგების მიერ, რომ გვერდზე ქუჩაზე იმართება აქცია. აქვთ მოთხოვნები მაღაროელებს. მათ სურთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული პირობები, სოციალური და შრომის პირობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ამ ყველაფერს შეძლებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი, ბატონი გივი მოდებაძე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)