|
2019-05-17 14:13:50, 998 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავროპროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესიტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისსაქმეში. ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონსესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოსსახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბურიპროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანიმმართველობის სქემა. აღნიშნული სახის შეხვედრები "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში მომავალშიც გაგრძელდება.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)