03:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 18:22:51, 1012 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და  შუალედური არჩევნების წინ არსებული ვითარება გააცნო.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციის ქმედებებს. მისივე განცხადებით, დამკვირვებელი ორგანიზაციები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ ამომრჩეველს ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი არჩევნების დღეს თავიანთი ნების დაფიქსირებაში.

“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში შუალედური არჩევნების პროცესს აკვირდებიან გავაცანით ის მდგომარეობა, რაც არის ზუგდიდში. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ქალაქზე გავამახვილეთ, რადგან აქ ჩანს ძირითადი პრობლემები.

ვესაუბრეთ იმაზე, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით საარჩევნო კომისიების დისკრედიტაცისთვის. 

ყველა აცნობიერებს რის გამოც დაიწყო აჟიოტაჟი - კერძოდ განცხადება, თითქოს დოკუმენტაცია არასწორად იქნა გადაცემული სარჩევნო კომისიიდან უბანზე - არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა და ამას ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია ადასტურებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ასევე ვესაუბრეთ ოპოზიციის მხრიდან მხარდამჭერების მასობრივ მობილიზაციაზე, რომელიც  შესაძლოა, არჩევნების დღეს ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას ემსახურებოდეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების სურვილი და მოწოდებაა რომ არც ერთმა მხარემ, არჩევნებში მონაწილე არც ერთმა სუბიექტმა ამომრჩეველს არ შეუშალოს ხელი ნების თავისუფლად გამოხატვაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics