|
2019-05-16 15:49:17, 966 ნახვა
საზოგადოება
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ერთ-ერთი სექტორის - დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების განხილვის მიზნით, სასტუმროში „Holiday Inn“ ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ტრენინგის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ცოდნის ამაღლების საჭიროებაზე გაამახვილა. ტრენინგის ფარგლებში, დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების საკითხი მარტვილის რაიონში, კურორტ ლებარდეს სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მაგალითზე განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა ქართული კანონმდებლობისთვის ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტრენინგი მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. ტრენინგი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიან ტრენინგს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები გაუძღვებიან. ტრენინგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების ასევე, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)