|
2019-05-15 11:57:35, 1166 ნახვა
რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი: გვსურს, ირანმა სამხრეთ ოსეთი აღიაროს [ვიდეო]
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ირანი ოკუპირებულ ცხინვალს ადრე თუ გვიან დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს. როგორც ბიბილოვმა ირანელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ირანთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ირანთან ურთიერთობის დალაგება. გვსურს, რომ საბოლოოდ, ირანმა სამხრეთ ოსეთი აღიაროს. ეს ოსებისთვის ნათესაურად ახლო სახელმწიფოა. ჩვენი ენა ენების ინდო-ირანულ ჯგუფს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, მოგვინდებოდა ირანთან ურთიერთობის დალაგება. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობები და კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ ოსეთში იდგმება", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვი. გარდა ამისა, ბიბილოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების დამყარება არის შესაძლებელი. "მაშინაც კი, თუ არ არსებობს პოლიტიკური ურთიერთობები, არსებობს კულტურა, რომელზეც პოლიტიკას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. ამიტომ, კარგი იქნებოა ჩვენ ეროვნულ ანსამბლს ირანში კონცერტი რომ გაემართა და პირიქით, ვინმე ირანიდან, რომ ჩამოსულიყო ჩვენთან", - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)