|
2019-05-14 16:23:00, 1465 ნახვა
კომენტარი
გეგეშიძე: ხელს შევუწყობთ გახარიას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი, რომელიც ნებისმიერ მთავრობას მოემსახურება
ექსპერტებთან გიორგი გახარიას სამუშაო შეხვედრის შემდეგ, არჩილ გეგეშიძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ აღნიშნა, რომ ექსპერტები ხელს შეუწყობენ გიორგი გახარიას იდეის რეალიზაციას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი. აპარატი რომელიც დააგროვებს ინსტიტუციონალურ მეხსიერებას და მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას. „დღეს ჩვენ ბატონი გიორგი შეგვხვდა როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ამ რანგში და არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. მან წარმოგვიდგინა თავისი ხედვა, თუ როგორ იქნებოდა სწორი საქართველოში, გამომდინარე ყველა იმ სპეციფიკიდან, რომელიც ქვეყნას გააჩნია - როგორც მდებარეობით, თავისი სამეზობლოთი, თავისი შიდა თუ საგარეო კონტექსტი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე როგორ იქნებოდა უფრო სწორი აეწყოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დაეფუძნება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ იქნება მხოლოდ ვარაუდზე დამყარებული, არამედ იქნება ანალიტიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, უფრო ეფექტიანი და უფრო ზუსტად რომ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას - აი ასეთი გადაწყვეტილებების სისტემის მიღება უნდა უსაფრთხოების კუთხით. სწორედ, ამ საწყისი პოზიციიდან გამომდინარე მან გაგვიზიარა თავისი სურვილი რომ ითანამშრომლოს ჩვენთან. ჩვენც დიდი ინტერესით შევხვდით ამ წინადადებას. ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად ამ სწორი იდეის რეალიზაციას ხელი შევუწყოთ. თუ რა გამოვა ამას დრო გვიჩვენებს. მე, პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
(NS)
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)