|
2019-05-14 13:25:02, 1212 ნახვა
საზოგადოება
ჯარედ ლეტო, Thirty Seconds to Mars-თან ერთად „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს
13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავს - ჯარედ ლეტოს, Thirty Seconds to Mars-თან ერთად უმასპინძლებს. Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა "Attack","The Kill", "From Yesterday" და "A Beautiful Lie“. კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars-მა მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5 წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა. სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია. "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისს, საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთის ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)