|
2019-05-13 19:09:36, 1376 ნახვა
რეგიონი
რუხში ფეხბურთის აკადემიას საფუძველი ჩაეყარა - ცერემონიალს გიორგი შენგელია დაესწრო
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. აღნიშნული ინფორმაცია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს რუხში სტუმრობისას გააჟღერა, სადაც ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიასთან, პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარიასთან და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულ თბილისის ,,დინამოს“-ს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა. ლევან კობიაშვილმა სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება. დღესვე, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.
(NS)
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)