|
2019-05-13 12:30:47, 1129 ნახვა
საზოგადოება
წელს რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა
წელს საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი: I ადგილი - მარიამ ქართველიშვილი, II ადგილი - ნურიდა ბაირამოვა, III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი. მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის I ადგილის გამარჯვებული 12 წლის მარიამ ქართველიშვილი, წერილი „ჩემი გმირი“ , რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)